ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ "Expo Batumi2022" -ზე მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ "Expo Batumi2022" -ზე მიიღო მონაწილეობა

ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა Expo Batumi გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენაში 80-მდე ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

EXPO BATUMI 2022-ის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია Geonet Expo.