აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა აიღეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი სამართალდამცავებისგან განმარტებას ითხოვდა, თუ რატომ აიღეს კარვები.

“მოიყვანეთ სატვირთო და დაგვაკავეთ ყველა, უხერხულია. ჩვენ ვმართავდით მშვიდობიან აქციას და დაარბიეთ, ეს არის რუსული ოცნების პირდაპირ დავალება. ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული, მისი მოკვლის უფლებას არ მოგცემთ”, - აცხადებენ შეკრებილები.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ბათუმში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს.