ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.