ილია ვერძაძე - კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია სამართლიანობა, საქართველოს მოსახლეობა ხედავს ოპოზიციის მხრიდან გაუგებარ გააქტიურებას და მორიგი დესტაბილიზაციის მცდელობას

ილია ვერძაძე - კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია სამართლიანობა, საქართველოს მოსახლეობა ხედავს ოპოზიციის მხრიდან გაუგებარ გააქტიურებას და მორიგი დესტაბილიზაციის მცდელობას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, ილია ვერძაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციის მხრიდან გაუგებარ გააქტიურებას და მორიგი დესტაბილიზაციის მცდელობას ხედავს.

მისივე თქმით, დღეს მთავარი თემა უნდა იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველო და მისი მთავრობის საქმიანობა დადებითადაა შეფასებული.

„ეს იმ პროგრესის ადეკვატური შეფასებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა და რომლის გარეშეც, მსგავსი რეზოლუცია, უბრალოდ, არ მტკიცდება. ამ დროს საქართველოს მოსახლეობა ხედავს ოპოზიციის მხრიდან გაუგებარ გააქტიურებას და მორიგი დესტაბილიზაციის მცდელობას. სავარაუდოდ, ამ წარმატების გადაფარვოს მიზნით, ვფიქრობ, საზოგადოება უკვე ნათლად ხედავს იმ აშკარა დესტრუქციას საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც კვლავ „ენმ“ უდგას სათავეში. ამასთან, ისინი პრაქტიკულად ომისკენ მოგვიწოდებენ და ვერ, ან არ აცნობიერებენ იმას, რომ კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია სამართლიანობა. ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც აქვს უკრაინას სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპიდან მომდინარეობს. მშვიდობის დამრღვევს უკრაინის მსგავსად ვერ დაეხმარებიან. სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით ჩვენც, თუ ნაცვლად გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკისა, გადავალთ საომარ მოქმედებებზე და უბედურებას მოვუტანთ ჩვენს ხალხს.

ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება, ხედავს ყოველივეს და მხარს არ დაუჭერს მსგავსი პოლიტიკის გატარებას საქართველოში, მით უფრო აქციებისა და არეულობის პროვოცირების ფორმით“, - აცხადებს ილია ვერძაძე.