არსებული ინფორმაციით, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

ბათუმში, ვარდების სკვერთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერების გამო, ორი პირი დააკავეს.
ამასთან, სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მობილური ტელეფონი და თანხა ამოიღეს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ვარდების სკვერთან საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

























