მარნეულში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

მარნეულში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

მარნეულში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში დასკვნით ეტაპზეა 2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროცესი.

მიმდინარეობს 1 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად 12 სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება - 412.