"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბათუმში პარტიის წევრი ჯელალ ქიქავა დააკავეს

ბათუმში სამართალდამცავებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავა დააკავეს. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ჯელალ ქიქავა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
“ჯელალ ქიქავა თავად დამიკავშირდა და განმიცხადა, რომ დაკავებულია და ადვოკატის აყვანას ითხოვდა. დეტალები არ ვიცი, თუმცა სავარაუდოდ, მიშას [სააკაშვილის] სასამართლო პროცესს უკავშირდება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჯელალ ქიქავა ესწრებოდა. ჯელალ ქიქავა მიშას საქმეში ჩართული პროკურორების მიმართ, სავარაუდოდ, შეურაცხყოფის საქმეზე დააკავეს. სასამართლო პროცესზე ჯელალ ქიქავა კი დაჯარიმდა, მაგრამ უცნაურია დღეს მისი დაკავება”, - აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა

























