მარნეულის მერია - სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მერია - სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, გიორგი ტალახაძეს და ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა ზრუნვის, დელეგირებული უფლებამოსილების, ეთნიკური უმცირესობების და შშმ პირთა, ასევე გენდერულ საკითხებზე ისაუბრეს.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა მომავალში ერთობლივად განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს და თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.