დაბა ჩაქვში ლოზუნგით “თავისუფლება სააკაშვილს” აქცია გაიმართა

დაბა ჩაქვში ლოზუნგით “თავისუფლება სააკაშვილს” აქცია გაიმართა

“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, - ამ ლოზუნგით დაბა ჩაქვში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

შეკრებილებმა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ბანერები და დროშები მიიტანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსული ოცნების პირადი პატიმარია.

“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. პარტიის წევრები მასშტაბური აქციისთვის ვემზადებით და მოვითხოვთ, რომ რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში მოხდეს მისი გადაყვანა“, - აღნიშნეს შეკრებილებმა.