ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს მიმდებარედ 700 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს მიმდებარედ 700 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს მიმდებარედ 700 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ფეხით სავალი ბილიკი, ველო ბილიკი, ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები მოეწყო, სკვერის ტერიტორიაზე სკამები, ნაგვის ურნები, გარე-განათების სისტემა, სასმელი წყლის ბიუვეტი, დეკორატიული პერგოლა დამონტაჟდა, ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. ასევე, რეაბილიტაცია მდინარის გამყოლ საყრდენ კედელს ჩაუტარდა.

„რეკრეაციული სივრცეების განვითარება მუნიციპალიტეტისათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალი რეკრეაციული სივრცეები მოვაწყეთ, რასაც ქალაქში დამატებითი სიცოცხლე შემოაქვს. მათ შორისაა, ეს ახლად მოწყობილი სკვერი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. წლების განმავლობაში, ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. სკვერი ამჟამად სრულადაა მოწესრიგებულია, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, კომფორტულ გარემოში დაისვენონ, " - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.

სკვერი რეაბილიტაციისათვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 473 347 ლარი დაიხარჯა.