რუსთავში, ქართული წარმოების პლასტიკის შესაფუთ საწარმო „კავკასფექს“ კელი დეგნანი ესტუმრა

რუსთავში, ქართული წარმოების პლასტიკის შესაფუთ საწარმო „კავკასფექს“ კელი დეგნანი ესტუმრა

რუსთავში, ქართული წარმოების პლასტიკის შესაფუთ საწარმო „კავკასფექს“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესტუმრა.

„კავკასფექის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საწარმო ასევე, USAID საქართველოს ოფისის და USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

კომპანიის ცნობით, სტუმრები უახლესი აღჭურვილობის მუშაობის სისტემას გაეცნენ და ექსპორტის პროცედურებს დაესწრნენ. მათ ასევე, აღნიშნული საწარმო და უკვე წარმოებული პროდუქტი დაათვალიერეს.

„გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური თემატიკის გარშემო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ საწარმო „კავკასფექი“ პოზიციონირდება, როგორც ცირკულარული ეკონომიკის პრეცედენტი (blueprint) საქართველოში.

საკვები და არასაკვები პროდუქტებისათვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტიკის შესაფუთების შექმნა და მისი ექსპორტზე გატანა, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის გზით. ეს არის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - აღნიშნა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ამირან ცერცვაძემ.

„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში (The USAID ECONOMIC SECURITY PROGRAM), კომპანიამ წარმადობის ზრდისთვის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. USAID-ის პროგრამამ კონკურსის თანახმად კომპანიას შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა, შედეგად პროექტით გათვალისწინებული წარმადობის ზრდა და ენერგოეფექტურობა წარმატებით განხორციელდა.

კომპანია „კავკასფექის“ მიერ წარმოებული პროდუქტი მსოფლიოს ისეთი ქვეყნების ბაზრებზე მარაგდება, როგორებიცაა: აშშ, კანადა, პანამა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. უფრო მეტიც, იგი საქართველოდან შესაფუთი საშუალებების ერთადერთი ექსპორტიორია აშშ-ში, WALLMART-ის სუპერმარკეტების გიგანტურ ქსელში.

ქართული კაპიტალით შექმნილი, შესაფუთი საშუალებების საწარმო „კავკასფექი“ 14-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც საკვები და არასაკვები პროდუქტებისათვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტიკისგან შესაფუთს აწარმოებს (მათ შორის პეტ ბოთლებისგან).

კომპანია სერტიფიცირებულია ISO და BRC-ის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატებით. დასაქმებულია 110 თანამშრომელი.

მაღალტექნოლოგიურ დანადგარების და ინოვაციური მიდგომების ევროპული და ამერიკული ბიზნესისთვის საჭირო სერტიფიკაციის „კავკასფექის“ უახლოესი სამომავლო გეგმებია საექსპორტო ბაზრების გაფართოება, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის გატანა. ეს არის საწარმო, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ პლასტიკი ბუნებაში არ იყრებოდეს, არამედ მისი შეგროვება-გადამუშავება ხდებოდეს.

ახალი სტანდარტების თანმიმდევრული დანერგვა, ყოველდღიური შრომა, პროგრესი პოზიტიური ცვლილებებისთვის და უკეთესი გარემოსთვის კომპანიას მიღებული აქვს „აწარმოე საქართველოსა“ და „შეღავათიანი პროექტის“ მხარდაჭერა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.