რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აშშ-ს ელჩს შეხვდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამერიკის ელჩის ინიციატივით შედგა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ნოდარ შეროზიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის ადგილობრივ თვითმმართველობებში დემოკრატიული პროცესის აუცილებლობასა და რუსთავის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების საქმიანობის მნიშვნელობას ქალაქის განვითარებაში.

























