მამუკა ხაზარაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ალიკა ცაავას ოჯახს მიუსამძიმრა

მამუკა ხაზარაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ალიკა ცაავას ოჯახს მიუსამძიმრა

პარტია "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ალიკა ცაავას ოჯახს მიუსამძიმრა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უკრაინის თავისუფლებისთვის დაღვრილი თითოეული მებრძოლის სისხლი, საქართველოსთვის ბრძოლას ნიშნავს.

„ეს არის ნამდვილად სამშობლოსთვის გაღებული სიცოცხლე. მე ჩემს მეგობრებთან ერთად მივუსამძიმრე ალიკა ცაავას ოჯახს. ალიკა ცაავას მამაც და ბაბუაც დაღუპული არიან აფხაზეთში, დაღუპული არიან აგრესორის ტყვიით და ალიკა ამ შემთხვევაში შეეწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, შეეწირა გმირი ხალხის მიწის დაცვას, რასაც უკრაინა ჰქვია დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ორჭოფობა არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.