წალენჯიხის ცენტრში ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს ის თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა გახსნეს

წალენჯიხის ცენტრში ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს ის თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა გახსნეს. ასევე დაანონსდა და საფუძველი ჩაეყარა წიგნის საერთაშორისო ფესტივალს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "გრანელის მოძრაობის" ორგანიზებით მოეწყო თანამედროვე ქართველი მხატვრების გია გუგუშვილი, რექტორი ქეთევან მატაბელი, ლადო თევდორაძე, გურამ ნიკოლაძე, ზაირა ბეჭვაია, დავით პოპიაშვილი, გიორგი ხახუტაშვილი, გიორგი გუგუშვილი, გურამ ხეცურიანი, კახაბერ დემურაძე, გიორგი აფციაური, ვალერი მიქავა, დავით მარკოზია , დავით ალექსიძე, მამუკა ცუცქირიძე გამოფენა. აქვე ჩაეყარა საფუძველი სამხატვრო ფესტივალს.
„დღეს წალენჯიხას ცნობილი მხატვრები, რეჟისორები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები სტუმრობდნენ. აქ იყო ოთარ ეგაძე, გია როინიშვილი, აფაქიძე, თეონა დოლენჯაშვილი, დეა მეტრეველი.
ღონისძიებებს ესწრებოდა მამუკა ხაზარაძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს წალენჯიხაში მიტოვებულ კოლმეურნეობის შენობა, სადაც უნდა მოეწყოს მულტიფუნქციური კულტურის ცენტრი. აქ უნდა შექმნილიყო ოთარ ეგაძის თეატრი და დაფუძნებულიყო სამუსიკო სასწავლებელი, თუმცა ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო ხელს უშლის ამ პროექტის განვითარებას, როგორც გია ხარჩილავამ განაცხადა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ეკონომიკის სამინისტრო შენობას არ გადასცემს მუნიციპალიტეტს და არ მის აუქციონზე გატანას თანხმდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ეს სივრცე უნდა გახდეს კულტურული კერა, სადაც მოეწყობოდა, თეატრი, სამუსიკო აკადემია და ბევრი სხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო ცენტრი, თუმცა სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლება არ თანხმდება ამ შენობის აუქციონზე გამოტანას. ყველა პროექტი მზად არის, გენგეგმა დაწერილია, აქ მცხოვრები დევნილები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლით და დასაქმდებიან, აქ დაიწყება ახალი სიცოცხლე, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევენ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლაა და ბოროტი ინტერესები“, - განცხადა მამუკა ხაზარაძემ.

























