გორი-ერგნეთის გზაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები

გორი-ერგნეთის გზაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე, ერთ-ერთ რესტორანთან, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, 5 პირი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.