ბათუმში ე.წ “ოცნების ქალაქში” ხანძარი იყო

ბათუმში ე.წ “ოცნების ქალაქში” ხანძარი იყო

ბათუმში ე.წ “ოცნების ქალაქში” ხანძარი იყო. კახიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარმა საცხოვრებელ სახლში ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

დაზარალებული ოჯახი ახლობლებს აფარებს თავს.