ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

ბათუმის ქუჩებში უკრაინის მხარდამჭერი აქცია - მსვლელობა გაიმართა. ადგილობრივებთან ერთად, უკრაინის, ბელარუსის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა უკრაინის და საქართველოს დროშები გამოფინეს, შეძახილებით - “დიდება უკრაინას”.

მათ, უკრაინაში რუსული აგრესია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ რუსული იმპერია უნდა დაინგრეს.

მათივე თქმით, ვლადიმერ პუტინი თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, ბავშვებს და მოხუცებს კლავს.

დღესვე, ბათუმში ევროპის მოედანზე, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად აქსესუარები და ნახატები გამოფინეს.

საქველმოქმედი გამოფენა - გაყიდვაში ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული.