ბათუმში კათოლიკეები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ

ბათუმში კათოლიკეები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.
„ქრისტეს აღდგომა ასევე, ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა იზეიმეს. სააღდგომო წირვა ბათუმის სურბ ფერკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აჭარის სომეხთა სულიერმა ლიდერმა, მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.
საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, ბათუმის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიასა და სურბ ფერკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ მიულოცა“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























