მარნეულში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მარნეულში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მარნეულის №1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოეწყო ხელნაწერი წიგნებისა და დედაენის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.

„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წარჩინებული, კურსდამთავრებული მოსწავლეების ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების ცერემონიაც.

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთანაა დაკავშირებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.