ბათუმში, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან ხმაური იყო

ბათუმში, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან ხმაური იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” თავმჯდომარე ხათუნა ბერიძემ შენობას წითელი საღებავი პროტესტის ნიშნად შეასხა.
როგორც ხათუნა ბერიძემ განაცხადა, საქართველოში რუსული ოფისების ადგილი არ არის და ისინი უნდა დაიხუროს. მისი თქმით, „კონსერვატიულ მოძრაობაში“ არიან საქართველოს მოღალატეეები და გამყიდველები.
ამასთან, „კონსერვატიულ მოძრაობის“ ოფისთან მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ოფისში რუსეთის მოქალაქეები იკრიბებიან და მათთვის ეს მიუღებელია. თავის მხრივ, „კონსერვატიულ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ხათუნა ბერიძის ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება და აქციის მონაწილეებს სურთ ომი საქართველოშიც დაიწყოს.

























