ოზურგეთში, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ოზურგეთში, „ალტ - ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მშვიდობიანი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ვიდრე არ დაიხურება პრორუსული ძალების ოფისი. მათივე თქმით, აღნიშნული ძალა მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და მათი ადგილი გურიაში არ არის.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ფეხით მიემართებიან თაყაიშვილის ქუჩისკენ, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისია განთავსებული.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

























