ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.