შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა

შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა განმუხურის ამფითეატრის საძირკველი. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც. მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა, რის შემდეგაც ამავე ცნობით, დატბორვისგან ათობით სახლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

























