ბათუმში ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით საპილოტე პროგრამაზე მუშაობა დაიწყო

ბათუმში ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით საპილოტე პროგრამაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
როგორც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, საპილოტე ტერიტორიაზე დაიწყება პარკირების სისტემის მდგრადი განვითარება, რაც დაგეგმვისა და აღსრულების ოპტიმალური მექანიზმის დანერგვას გულისხმობს.
„ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროგრამაზე მუშაობა. გამოწვევების საპასუხოდ, საერთაშორისო და საკონსულტაციო ორგანიზაციებთან ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ამ მიმართულებით არ შეექმნათ დისკომფორტი როგორც ჩვენს თანაქალაქელებს, ასევე ქალაქის სტუმრებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის პირველადი შედეგები, ასევე იმსჯელეს საპილოტე ტერიტორიაზე პარკინგის დიზაინის შემუშავების თაობაზე.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, უკვე დაწყებულია მზადება საპილოტე ტერიტორიაზე პარკინგის დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია სატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ტერიტორიაზე უსაფრთხო და ეფექტური წვდომა. მისივე განცხადებით, ურბანული განვითარების კუთხით, ავტოსადგომი არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც გლობალური პრობლემაა, რაც ავტომობილების მატებამ გამოიწვია. სამუშაო შეხვედრას ბათუმის მერიის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ITP-სა და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია STS-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























