ლენტეხის მერია - უხვი ნალექის შედეგად სოფელ ლუჯიში საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

უხვი ნალექის შედეგად სოფელ ლუჯიში საავტომობილო გზაზე მიწის მასა და ხე - მასალა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ 3 სოფელში, შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფლებში მამსა და საყდრაში ადიდებულმა ღელემ, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეაფერხა.
ამჟამად ყველა მიმართულებით გზა გაწმენდილია.
გზების გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი.

























