ტიტე აროშიძე - Chaerte.sca.ge საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდასა და კომუნიკაციის გამარტივებას უზრუნველყოფს

ტიტე აროშიძე - Chaerte.sca.ge საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდასა და კომუნიკაციის გამარტივებას უზრუნველყოფს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უმაღლესი საბჭოს წევრი ამჯერად, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის N76-სა და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

„გავეცანი მოსახლეობის გამოწვევებს, რომელთა ნაწილი გაწერილია ბიუჯეტში და უმოკლეს ვადაში მოგვარდება, ხოლო ნაწილზე მუშაობა გრძელდება. ამასთან, მივაწოდე ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმის - Chaerte.sca.ge-ს შესახებ, რომელიც მოქალაქეებს უადვილებს კომუნიკაციას საკანონმდებლო ორგანოსთან და სახლიდან გაუსვლელად, სხვადასხვა ელექტრონულ სერვისს სთავაზობს“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მისი განცხადებით, „Chaerte.sca.ge გამორჩეულია იმითაც, რომ ის სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის და საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდასა და კომუნიკაციის გამარტივებას უზრუნველყოფს“.

„პლატფორმა დაინტერესებულ პირებს, არა მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრების წინასწარ ჩანიშვნის, არამედ ელექტრონული საშვის მოთხოვნის, უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრების, კომენტარების, პეტიციების, წერილების წარდგენისა და სხვა სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს“, - აღნიშნა მან.