ხულოში, სოფელ თხილვანაში ​მეწყერი ჩამოწვა

ხულოში, სოფელ თხილვანაში ​მეწყერი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ხულოს მერიაში განუცხადეს, დამეწყრილ ზონაში, დღეს გეოლოგები მივიდნენ, სამი ოჯახი კი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.

“სამი ოჯახის გაყვანა მერიამ ქირით უზრუნველყო, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ამ ოჯახებს, გეოლოგების საბოლოო დასკვნას ველოდებით, რომ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ იქ მცხოვრებ ოჯახებს, გეოლოგებმა ზედაპირულად დაათვალიერეს დამეწყრილი ადგილი და ძირეულ კვლევას და დასკვნას ველოდებით”,- აღნიშნეს მერიაში.