სურამის კვანძი-უბისას მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა 17:00 სთ-მდე აკრძალულია

სურამის კვანძი-უბისას მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა 17:00 სთ-მდე აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის შეკეთების სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ173 (სურამის კვანძი-უბისა) მონაკვეთზე დღეს, 17:00 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.