მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ წერეთელში, ალგეთსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ასევე, გამოიფინა 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.
9 აპრილის მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

























