ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.

უნივერსიტეტის ფოიეში 9 აპრილის ღამის ამსახველი ფოტო-ვიდეო ქრონიკის ჩვენება მოეწყო.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა 33 წლის წინ განვითარებულ მოვლენებსა და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის გაავლეს პარალელი.

„უნივერსიტეტელებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს დაღუპულ გმირებს, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს და გმირთა ხეივანში მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ბსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა გამართეს კონფერენცია და 1989 წლის განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე მოხსენებები წარადგინეს. პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „ეროვნული მოძრაობა საქართველოში მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში, 9 აპრილის ტრაგედია“, პროფესორმა ჯემალ კარალიძემ - „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ და პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ - „9 აპრილის სამართლებრივი შეფასება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.