გორში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

გორში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

გორში 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გორის მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის სახელობის სკვერში ჩატარდა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

დღეს, 14:00 საათზე, ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება თომა ჩაგელიშვილის ფილმის „სერიათა ფილმი 9 აპრილის“ ჩვენება.-