თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა

თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით , 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა.

„9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას აზიარეს.

მადლობა 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის!“- წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.