ანაკლიაში ლოზუნგით -"არა გენოციდს" უკრაინის სოლიდარობის აქცია ჩატარდა

ზუგდიდის სოფელ ანაკლიაში, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია "არა გენოციდს" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდთან სანთლებითა და დროშებით ხელში იმყოფებიან.
მათ უკრაინის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოლიდარობის აქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით მიმდინარეობს და მას პარტიის წევრებთან ერთად ადგილობრივებიც შეუერთდნენ.
“არა გენოციდს, მხარდაჭერა და სოლიდარობა ბუჩასა და სრულიად უკრაინას”,- ამ ლოზუნგით აქცია საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში გაიმართა.

























