ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.როგორც შეკრებილები აცხადებენ, მსოფლიომ „ნახა ოკუპანტი რუსეთის სახე, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე გენოციდი მიმდინარეობს“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი, საქართველოშიც მოხდა.

მათ ევროპის მოედანზე სიმბოლურად უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოფინეს და ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სანთლები აანთეს.

“ჩვენი ქვეყანაც არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ გვესმის რა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. საშინელი კადრები ვრცელდება, სნაიპერი დამიზნებით კლავს ბავშვებს, მოხუცებს, მშვიდობიან მოქალაქეებს. ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო ტკივილია, რასაც რუსეთი ჩვენი ქვეყნების წინაშე აკეთებს. მოვუწოდებთ მსოფლიოს, რომ აღკვეთოს რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე. უნდა შეწყდეს რუსული ფაშიზმი უკრაინის ტერიტორიაზე”,- განაცხადეს აქციაზე.