ფოთში, 4-სართულიან კორპუსში ხანძარი იყო - განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 2 ბინა, ორი კი ნაწილობრივ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაცო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე.
მისი თქმით, მერიის პროგრამის ფარგლებში,დაზარალებული ოჯახები დროებით ქირით იქნებიან უზრუნველყოფილნი .
,,ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, შესასწავლია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსისი სახურავი, ჩვენ შევეცდებით უმოკლეს დროში შევაკეთოთ. დროებით გადახურვის სამუშაოებს დილიდანვე დავიწყებთ. დაზარალებულია ოთხი ოჯახი, რომლებსაც შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დახმარებას გავუწევთ. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა და ამ ოჯახების დროებით საცხოვრებელში გადავიყვანთ და ქირით ვუზრუნველყოფთ. ახლა, ვარკვევთ, ვის სჭირდება ოპერატიული დახმარება", - განაცხადა ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

























