15:00 საათის მონაცემებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა 33,32% პროცენტი ფიქსირდება

15:00 საათის მონაცემებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა 33,32% პროცენტი ფიქსირდება

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის ზვიად სურმანიძის განცხადებით, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 33,32 პროცენტი ფიქსირდება.

როგორც ზვიად სურმანიძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა შეინიშნება.

„15 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიაში 4 საჩივარია შესული. სამი ეხება დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ერთი კი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. ოთხივე მათგანი არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. რაც შეეხება 15 საათის აქტივობას, 33,32 პროცენტია ამ ეტაპისთვის, ეს კი საკმაოდ მაღალი აქტივობაა", - განაცხადა ზვიად სურმანიძემ.