ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს „საარჩევნო კოდექსი“ არ დაურღვევია

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს „საარჩევნო კოდექსი“ არ დაურღვევია

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის ზვიად სურმანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „საარჩევნო კოდექსი“ არ დაურღვევია, როდესაც ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც სურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღეს მხოლოდ აგიტაცია იკრძალება.

„საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს წინასაარჩევნო კამპანიის, აგიტაციის წესებს, რომლის მიხედვითაც იკრძალება აგიტაცია კენჭისყრის შენობაში, კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება „საარჩევნო კოდექსის“ არცერთ ნორმას არ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ზვიად სურმანიძემ.

ცნობისთვის, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატ, რამაზ ჯინჭარაძეს და განაცხადა, რომ ის იქნება „თითოეული ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში“.