ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 18,78% შეადგინა, ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია რეგისტრირებული

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 18,78% შეადგინა, ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია რეგისტრირებული

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქიდან საარჩევნო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. მისივე თქმით, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 18,78 პროცენტი გამოცხადდა.

„12:00 საათის მონაცემებით, 3872 ამომრჩეველია კენჭისყრის შენობაში მისული, რომლებმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს, რაც ამ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა 18,78 პროცენტია. ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია რეგისტრირებული, რომელიც ერთ-ერთი უბნის მცირე პროცედურულ დარღვევას შეეხება. 20635 ამომრჩეველია ამ ოლქში რეგისტრირებული“, - აღნიშნა ციალა შავაძემ.