გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„პროექტის მიხედვით გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაცია ორ მონაკვეთზე - სოფლის ცენტრალურ და სკოლამდე მისასვლელ გზაზე არის დაგეგმილი. ასფალტის საფარი 3 085 მეტრზე მოეწყობა.
ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და ბეტონის არხის მოწყობა არის დაგეგმილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























