გიორგი კირთაძე - ბათუმში ერთპარტიული მმართველობა და ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა უნდა დასრულდეს

გიორგი კირთაძე - ბათუმში ერთპარტიული მმართველობა და ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა უნდა დასრულდეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში ერთპარტიული მმართველობა და ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა უნდა დასრულდეს.

დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მათე ფუტკარაძეს დაუჭირონ მხარი.

“ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში დაშინების, შანტაჟისა და მოსყიდვის პარალელურად შემოგვთავაზა ადამიანების გადმოწერა ამ ოლქში. გადმოწერილი ადამიანებზე სუს-ის მიერ თვალთვალი მიმდინარეობს, აღმაშენებლის ქუჩაზე იმყოფებიან და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. ეს „ქართულ ოცნებას“ არ უშველის, ამის მიუხედავად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღირსება გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მათე ფუტკრაძე და გააგრძელებს ნუგზარ ფუტკარაძის დაწყებულ საქმეს. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაღალი აქტივობა გამოიჩინონ და თამამად დავუჭიროთ მხარი მათე ფუტკარაძეს, ფარულობა იქნება დაცული. ამ ქალაქში ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა და ერთპარტიულობა უნდა დასრულდეს”,- განაცხადა კირთაძემ.