უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი გვიან ღამით ტყიბულში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი გვიან ღამით ტყიბულში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი გვიან ღამით ტყიბულში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ქართველ მებრძოლს ქალაქში ახლობლები, მეგობრები და ადგილობრივი მოსახლეობა სანთლებით, საქართველოს და უკრაინის დროშებით დახვდა და პატივი მიაგო.

დაღუპული მებრძოლი ტყიბულში სამხედრო პოლიციამ მიაცილა.

შეგახსენებთ, რომ დავით გობეჯიშვილი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. მთელი დღის განმავლობაში ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.