ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მხარი მათ კანდიდატს დაუჭირონ

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში რეგისტრირებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ შუალედურ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ მათე ფუტკარაძეს დაუჭირონ მხარი.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, აღნიშნული არჩევნები გადაწყვეტს, რომელ პარტიას ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.
ბათუმის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აუდიტის დასკვნა მიიტანეს. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ბათუმში „ქართული ოცნება“ კორუფციაში არის ჩართული.
ცნობისთვის, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში, საკრებულოს წევრობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.

























