წალენჯიხის საკრებულოს დაკავებული დეპუტატის, გოჩა აბულაძის ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს

წალენჯიხის საკრებულოს დაკავებული დეპუტატის, გოჩა აბულაძის ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს

ზუგდიდში, სუს-ის რეგიონულ სამსახურში, წალენჯიხის საკრებულოს დაკავებული დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის" წევრის გოჩა აბულაძის ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს.

ისინი გოჩა აბულაძის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი დეპუტატი გელა აბულაძე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა“ დაკავებული.