თორნიკე რიჟვაძე - გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავაფინანსოთ0

თორნიკე რიჟვაძე - გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავაფინანსოთ0

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავაფინანსოთ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროგრამის ბენეფიციარებს ის პირები წარმოადგენენ, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროებათ. გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები დაფინანსდებიან.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამისთვის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეთა მომართვიანობა გავითვალისწინეთ. გვაქვს ახალი ინიციატივები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავაფინანსოთ. ამ მიმართულებით, უკვე შემდეგი კორექტირების დროს, ბიუჯეტში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იქნება გათვალისწინებული. მომართვიანობიდან გამომდინარე კი, მომავალ წლებში დაფინანსება გაიზრდება,” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.