თბილისი-მანგლისის გზის კმ11-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-მანგლისის გზის კმ11-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ11-კმ24 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.