ბათუმში ლოზუნგით “ჩაიკეტოს უკრაინის ცა” აქციას მართავენ

ბათუმში ლოზუნგით “ჩაიკეტოს უკრაინის ცა” აქციას მართავენ

“ჩაიკეტოს უკრაინის ცა”- ამ ლოზუნგით ბათუმში, სიმბოლურად საზაფხულო თეატრის შენობასთან ადგილობრივებთან ერთად, უკრაინისა და ბელარუსიის მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ უკრაინელი ბავშვების გადასარჩენად ომის პერიოდში უკრაინის ცა ჩაიკეტოს.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი თხოვნა და უკრაინელი ბავშვები, მშვიდობიანი მოქალაქეები ამ ქმედებით - ”ცის ჩაკეტვით” გადაარჩინოთ, რადგან აგრესორი რუსეთი არ ჩერდება. ხოცავენ ბავშვებს, მოხუცებს და მშვიდობიან მოქალაქეებს”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.