თორნიკე რიჟვაძე ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიჟვაძეს აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ, ფეხბურთელებთან ერთად გააცნო.

„ვამაყობთ „დინამო“ ბათუმის წარმატებით. ჩემპიონი გუნდი ყველამ ერთად შევქმენი. ბათუმის „დინამოს“ დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან გამიხარდა და ვეცდები, ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვატარო. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ბათუმის „დინამო“ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გუნდად გადავაქციოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის „დინამო“ საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი წელს პირველად გახდა. ასევე, 2022 წელს ბათუმის დინამომ სუპერთასის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.