ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა უკრაინაში ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, წუთიერი დუმილით დაიწყო

ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა უკრაინაში ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, წუთიერი დუმილით დაიწყო

ერთი თვეა განსაცდელშია ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი. რუსული საოკუპაციო ძალების აგრესიას ეწირებიან უდანაშაულო ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ქალაქები, სოფლები. ეს ყველაფერი სცდება ყოველგვარ ადამიანურ, ჰუმანურ ზღვარს და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, - ამ სიტყვებით დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრიდონ ფუტკარაძემ, რომლის გამოსვლის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონმდებლებმა სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მიერაა ინიცირებული.

„სხდომაზე, ბოლო საკითხად აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების პროექტი და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა განიხილეს. ფრიდონ ფუტკარაძის ინიციატივით, საბჭოს პირველი სხდომა უახლოეს მომავალში დაიგეგმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

სხდომაზე სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს, რომლებიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.