ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავდნენ, ხმაური იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ოზურგეთის ყოფილმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად დახარჯა და მისი მმართველობის დროს არცერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა.
ოზურგეთის საკრებულოში ოპოზიციის წევრების თქმით, თავის დროზე კონსტანტინე შარაშენიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ამიტომ უჭერდნენ მხარს, თუმცა მათი თქმით, მალევე გაემიჯნენ.
თავის მხრივ, ოზურგეთის საკრებულოს მმართველ გუნდში განმარტეს, რომ ოზურგეთის საკრებულოში ოპოზიციის წევრები საქმის ნაცვლად პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიან,
ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

























