მარტვილში, ბალდის ტაძრის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირებაა

მარტვილში, ბალდის ტაძრის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირებაა. ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები და განკვეთილი სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ტაძარში მისული ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები და მრევლის ნაწილი განკვეთილ ბერ-მონაზვნებს ტაძრის კარის ჩაკეტვაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, მრევლს წირვაზე დასწრება სურს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ. ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე სტეფანეს ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

























